ტურისტული ვებ-პორტალი SiteGeorgia.com

ენები: ქართული | ინგლისური | რუსული
  მომსახურება
- აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში დაბინავება;
- სასტუმროების დაჯავშნა;
- მანქანით მომსახურება;
- გიდის მომსახურება;
- კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება;
- კულტურული ტურები;
- ღვინის ტურები;
- თუშეთში ტურები;
  კონტაქტი:
დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით:
შ.პ.ს ნერო,
+995 574091801
ვებ გვერდი: http://sitegeorgia.com,
Skype: SiteGeorgia.com
ელ.ფოსტა: sitegeorgia@gmail.com.

არაგვის სათავგადასავლო ცენტრი

არაგვის სათავგადასავლო ცენტრი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რაიონში, ფშავის არაგვის ულამაზეს ხეობაში. თბილისიდან სულ რაღაც 60კმ-ში. 2011 წელს აშენებული ცენტრი გთავაზობთ როგორც ტურისტულ ბანაკსა და საპიკნიკე ადგილს, აგრეთვე სხვადასხვა სახის აქტივობას, კორპორაციულ ივენთებს.
ცენტრში ღამის გათევა შესაძლებელია კოტეჯებსა და კარვებში. არის 5 კოტეჯი, 4 სამადგილიანი და 1 ორადგილიანი, სულ 14 საწოლი. ასევე 10 ორადგილიანი და ხუთი 4 ადგილიანი კარავი. სველი წერტილები კოტეჯებში არ არის, თუმცა კოტეჯებთან ახლოს არის 4 საპირფარეშო და ოთხი დუში. ორივე ძალიან კარგად მოწყობილი.
ბანაკში არის სამზარეულო, თონე, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ბავშვების სათამაშო მოედანი ( აიწონა-დაიწონა, საქანელები, ჩამოსასრალებელი კოშკი, ბატუტი), ფრენბურთის მოედანი და ა. შ.
აქ თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც ინდივიდუალურად დაგიგეგმავენ საინტერესო ტურებს და ჩაგიტარებენ შესაბამის ინსტრუქტაჟს, ხოლო ცენტრის მზარეულები კი გაგიმასპინძლდებიან ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული კერძებით.

საკარვე ადგილი, კარვები, საძილე ტომრები, გასაბერი ლეიბები: დღე-ღამეში 15 კაცზე, ორჯერადი კვებით 50 ლარი;
პიკნიკების ორგანიზება: პიკნიკის ღირებულება კაცზე 22-დან 30 ლარამდე;

ძირითადი აქტივობები:

რაფტინგი - ერთი კაცი 40 ლარი, მინიმუმ 4 კაცი. თანხაში შედის ნავი, საჯომარდო აღჭურვილობა და ინსტრუქტორის მომსახურება;
კაიკინგი - კაიაის დაქირავება დღეში 50 ლარი, ინსტრუქტორის მომსახურება დღეში 70 ლარი;
ველოტურები - ველოსიპედის დაქირავება დღეში 40 ლარი, საველოსიპედო გიდი დღეში 50 ლარი;
ჰაიკინგი - ორსაათიანი ტური ჯინვალის წყალსაცავზე 30 ლარი კაცზე, მინიმუმ 4 კაცი;
ჯიპტურები - ჯიპის დაქირავება დღეში 220 ლარი პლუს საწვავი;
კორპორაციული ივენთები - დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ტელეფონზე;

ფასი: 24 USD

დაჯავშნისა და შეკითხვებისათვის გთხოვთ მოგვწეროთ და შეძლებისდაგვარდ მოკლე ვადებში გიპასუხებთ.