ტურისტული ვებ-პორტალი SiteGeorgia.com

ენები: ქართული | ინგლისური | რუსული
  მომსახურება
- აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში დაბინავება;
- სასტუმროების დაჯავშნა;
- მანქანით მომსახურება;
- გიდის მომსახურება;
- კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება;
- კულტურული ტურები;
- ღვინის ტურები;
- თუშეთში ტურები;
  კონტაქტი:
დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით:
შ.პ.ს ნერო,
+995 574091801
ვებ გვერდი: http://sitegeorgia.com,
Skype: SiteGeorgia.com
ელ.ფოსტა: sitegeorgia@gmail.com.

სასტუმრო სანსეტ შოვი

სანსეტ შოვი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა, ონის რაიონში, რაჭაში. კეთილმოწყობილი სასტუმრო, საუკეთესო პირობებს სთავაზობს, ოჯახით და მეგობრებთან ერთად დასვენების მოყვარულებს. სასტუმროში ფუნქციონირებს, როგორც ჩვეულებრივი ორ ადგილიანი ნომრები, ასევე სუპერიორი, ლუქსი და დამოუკიდებლად მდგომი კოტეჯები.
შოვი ცნობილი კურორტია რომელიც გამოირჩევა მთის ჰავით, წიწვოვანი ტყეებითა და მინერალური წყლების სიუხვით (გოგირდის წყლები, კალცის წყლები, რკინის წყლები).

სასტუმროში 35 ევროსტანდარტების შესაბამისი კომფორტული ნომერი ფუნქციონირებს. მათ შორისაა 12 სტანდარტული, 12 სუპერიორი და 6 ლუქს ნომერი. 5 ნომერი კი დამოუკიდებელ კოტეჯებშია განთავსებული.

სასტუმროს ეზოში განთავსებულია ორ ოთახიანი და სამ ოთახიანი ინდივიდუალური კოტეჯები, რომლებიც საუცხოოა მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დასვენების მოსაწყობად.

სასტუმროს მომსახურება:
- თანამედროვე ავეჯი
- მინი ბარი
- ტელეფონი
- ტელევიზორი
- სატელიტური ტელევიზია
- უფასო უკაბელო ინტერნეტი
- ფენი
- ჰიგიენური საშუალებები
- უფასო პარკინგი

ნომრის ღირებულება შეიცავს 3–ჯერადი კვების, უწყვეტი ინტერნეტითა და სატელიტური ტელევიზიით სარგებლობის, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამების საფასურს.

Sსასტუმროში ფუნქციონირებს სხვადასხვა ფასდაკლების სისტემა. კერძოდ, ივნისსა და სექტემბერში ნომრების ღირებულება მცირდება 30%–ით, ასევე თუ თქვენი დასვენება აღემატება 7 დღეს, სასტუმრო გთავაზობთ 5% ფასდაკლებას, 14 დღეზე ხანგრძლივი დასვენების შემთხვევაში –10% ფასდაკლებას, ხოლო სამი კვირისა და მეტი ხანგრძლივობით – 15%.

ნომრის ტიპი ნომრის ღირებულება ლარში
სტანდარტული ორადგილიანი ნომერი 220
სუპერიორი ნომრები295
ლუქსის ნომრები 395

ფასი: 336 USD

დაჯავშნისა და შეკითხვებისათვის გთხოვთ მოგვწეროთ და შეძლებისდაგვარდ მოკლე ვადებში გიპასუხებთ.