ტურისტული ვებ-პორტალი SiteGeorgia.com

ენები: ქართული | ინგლისური | რუსული
  მომსახურება
- აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში დაბინავება;
- სასტუმროების დაჯავშნა;
- მანქანით მომსახურება;
- გიდის მომსახურება;
- კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება;
- კულტურული ტურები;
- ღვინის ტურები;
- თუშეთში ტურები;
  კონტაქტი:
დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით:
შ.პ.ს ნერო,
+995 574091801
ვებ გვერდი: http://sitegeorgia.com,
Skype: SiteGeorgia.com
ელ.ფოსტა: sitegeorgia@gmail.com.

სასტუმრო აიეტის სასახლე ქუთაისში

სასტუმრო მდებარეობს ქუთაისში, ქალაქმუზეუმის ტერიტორიაზე, ცნობილი თეთრი ხიდიდანორასიოდე მეტრის დაშორებით. შესაძლოა სწორედ აქ, ამ ადგილზე, იდგა კოლხეთის დიდი მეფის, ჰელიოსის ძის მრისხანე აიეტის სასახლე. ძველბერძნული ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ სწორედ ქუთაისში (ანუ ძველ კუტაიაში), 3300 წლის წინ, მდინარე რიონის (ფაზისის) ნაპირს მოადგა ოქროს საწმისის მაძიებელი არგონავტების რაზმი, იაზონის მეთაურობით.

სასტუმროს შენობა წააგავს კიდეც ძველ კოლხურ ციხესიმაგრეს. შენობა აგებულია ადგილობრიბი გრანიტითა და აგურით, ხოლო სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ხის კოჭებითა და ხის იატაკით. ხის მასალის გამოყენება ქმნის ჯანმრთელ გარემოს და ზრდის შენობის სეისმურ უსაფრთხოებას. სატუმროს ინტერიერი გაფორმებულია კედელში ნაკვეთი, კოლხეთში არგონავტების მოგზაურობის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ცნობილი ილუსტრაციებით.

სასტუმრო „აიეტის სასახლე“ გამოირჩევა ინდივიდუალური მომსახურეობითა და კლასიკური ელეგანტურობით, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო ქუთაისში. ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ მყუდრო, კომფორტაბელურ ნომრებსა და მრავალფეროვან გემრიელ კერძებს, ქართული უნიკალური ღვინოების ფართო ასორტიმენტსა და საუკეთესო შესაძლებლობებს სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.


ნომბრების ტიპი ნომრების ფასი ლარში
ერთადგილიანი ნომერი 100, 140, 160
ორადგილიანი ნომერი 140, 150, 170
ორადგილიანი ნომერი განცალკევებული საწოლებით 150, 160, 170
აპარტამენტის ტიპის ნომერი 180, 200, 240

ფასი: 156 USD

დაჯავშნისა და შეკითხვებისათვის გთხოვთ მოგვწეროთ და შეძლებისდაგვარდ მოკლე ვადებში გიპასუხებთ.