ტურისტული ვებ-პორტალი SiteGeorgia.com

ენები: ქართული | ინგლისური | რუსული
  მომსახურება
- აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში დაბინავება;
- სასტუმროების დაჯავშნა;
- მანქანით მომსახურება;
- გიდის მომსახურება;
- კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება;
- კულტურული ტურები;
- ღვინის ტურები;
- თუშეთში ტურები;
  კონტაქტი:
დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით:
შ.პ.ს ნერო,
+995 574091801
ვებ გვერდი: http://sitegeorgia.com,
Skype: SiteGeorgia.com
ელ.ფოსტა: sitegeorgia@gmail.com.

სასტუმრო რესტორანი ერმა თელავში

სასტუმრო "ერმა" მდებარეობს თელავის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ზონაში, ზუზუმბოზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის კომფორტული და წყნარი გარემო იძლევა საუკეთესო დასვენების გარანტიას. სასტუმროს ორი მხრიდან ესაზღვრება ცივის მთის წიწვოვან-ფოთლოვანი სუფთა ჰაერით მდიდარი ტყე. გარდა ამისა, ამ დერეფანში თავს იყრის როგორც კავკასიონიდან, ასევე ცივის მწვერვალიდან მონაბერი ნიავი. რის გამოც ამ ადგილას მუდამ სასიამოვნო სიგრილეა. საიდანაც იშლება მდინარე ალაზნისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები

სასტუმროს დიზაინი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. სასტუმროში 12 კეთილმოწყობილი ნომერია. სასტუმროს გააჩნია როგორც სტანდარტული, ასევე ლუქს ნომრები ცივი და ცხელი წყლით, კომფორტული სააბაზანოთი, კონდიციონერებითა და გამათბობელი სისტემებით. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ნორმებში განლაგებული სატელიტური ტელევიზიით და უსადენო ინტერნეტით. ყველა ნომერს აქვს საკუთარი აივანი. სასტუმროს აქვს ასევე ლამაზი რესტორანი და ბარი, სადაც მუსიკის ფონზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები ქართული და ევროპული სამზარეულოდან.

მომსახურება ნომრებში:
- კონდიციონერი
- აბაზანა
- ცენტრალური გათბობა
- სატელიტური ტელევიზია
- ინტერნეტი (Wireless Internet)
- ფენი
- რესტორანი



ნომრების ტიპი ნომრების ფასი ლარში
სტანდარტული ნომერი: 2 ადგილიანი. 80
ნახევრად ლუქსი ნომერი: 2 ადგილიანი 110
ლუქს ნომერი: 2 ადგილიანი 150
ფასში შედის დილის საუზმე.

ფასი: 120 USD

დაჯავშნისა და შეკითხვებისათვის გთხოვთ მოგვწეროთ და შეძლებისდაგვარდ მოკლე ვადებში გიპასუხებთ.