ტურისტული ვებ-პორტალი SiteGeorgia.com

ენები: ქართული | ინგლისური | რუსული
  მომსახურება
- აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში დაბინავება;
- სასტუმროების დაჯავშნა;
- მანქანით მომსახურება;
- გიდის მომსახურება;
- კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება;
- კულტურული ტურები;
- ღვინის ტურები;
- თუშეთში ტურები;
  კონტაქტი:
დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით:
შ.პ.ს ნერო,
+995 574091801
ვებ გვერდი: http://sitegeorgia.com,
Skype: SiteGeorgia.com
ელ.ფოსტა: sitegeorgia@gmail.com.

საოჯახო სასტუმრო მესტიაში, სვანეთი

საოჯახო სასტუმრო მესტიაში აქვს მრავალი წლის გამოცდილება ტურისტების მიღებაში. სასტუმროს შეუძლია მოაწყოს სხვადასხვა ტიპის ტურები. საოჯახო სასტუმროს ჰყავს გამოცდილი მძღოლები, გიდები, მზარეულები. საოჯახო სასტუმრო დამსვენებლებს ასევე სთავაზობს საცხენოსნო ტურებს გამყოლთან ერთად, გასვლა ბუნებაში, საიდანაც იშლება ზღაპრული ხედი. მათ შეუძლიათ ნახონ მყინვარი მდინარის სათავეებთან, დალაშქრონ მთები, გაემგზავრონ უშგულში, რომელიც ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი და ლამაზი დასახლებული ადგილია.
საოჯახო სასტუმრო მესტიაში ასევე სთავაზობს კოშკების, ეკლესია-მონასტრებისა და მუზეუმების დათვალიერებას.

საოჯახო სასტუმრო კეთილმოწყობილია, აქვს ლამაზი ეზო, სუფთა ოთახები, ცხელი წყალი, უგემრიელესი საჭმელები, თბილი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო. მობრძანდით ჩვენთან, არ ინანებთ. უცხოელი დამსვენებლები აღფრთოვანებულნი არიან ჩვენი მასპინძლობით, რასაც ადასტურებს მათი ჩანაწერები შთაბეჭდილებების წიგნში.

სასტუმროს შეუძლია მიიღოს 15 ადამიანი. იმ შემთხვევაში თუ სტუმრების რაოდენობა აღემატება 15-ს, სასტუმროს შეუძლია სტუმრები გადაანაწილოს სხვა საჯოახო სასტუმროებშიც. საოჯახო სასტუმროში ერთი ღამის დარჩენის ღირებულება ერთ ადამიანზე შეადგენს 30 ლარს, კვების გარეშე. ხოლო კვებით შეადგენს 55 ლარს.

ფასი: 48 USD

დაჯავშნისა და შეკითხვებისათვის გთხოვთ მოგვწეროთ და შეძლებისდაგვარდ მოკლე ვადებში გიპასუხებთ.