ტურისტული ვებ-პორტალი SiteGeorgia.com

ენები: ქართული | ინგლისური | რუსული
  მომსახურება
- აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში დაბინავება;
- სასტუმროების დაჯავშნა;
- მანქანით მომსახურება;
- გიდის მომსახურება;
- კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება;
- კულტურული ტურები;
- ღვინის ტურები;
- თუშეთში ტურები;
  კონტაქტი:
დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით:
შ.პ.ს ნერო,
+995 574091801
ვებ გვერდი: http://sitegeorgia.com,
Skype: SiteGeorgia.com
ელ.ფოსტა: sitegeorgia@gmail.com.

სასტუმრო აპოლონი ბაკურიანში

ბაკურიანში წლების წინ, პირველად სწორედ სასტუმრო "აპოლონის" წყალობით დამკვიდრდა ალპური სტილის სასტუმროს კონცეფცია. სასტუმრო აგებულია სამთო კურორტის სტილის შესაბამისად: სამ-სართულიანი შენობის შიდა ინტერიერი – კედლების მოპირკეთება და ავეჯი - დამზადებულია ადგილობრივი ხის მასალისგან.
უკვე 16 წელია სასტუმრო "აპოლონი" ინარჩუნებს მის მიერ შექმნილ ტრადიციებს და მომსახურების ხარისხს.
სასტუმრო "აპოლონი" განლაგებულია ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს ეს რეგიონი ცნობილია ლამაზი ბუნებისა და ჯანმრთელი კლიმატის გამო. წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, ალპური მინდვრები და ტბები ქმნიან საუკეთესო წინაპირობას ოთხივე სეზონის ტურიზმისათვის. ასევე, მრავლადაა წარმოდგენილი ისტორიულ-კულტურული ღირსესანიშნაობები.
სასტუმრო შედგება ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან, თითოეულს ემსახურება თავისი სასადილო ოთახი. ორივე ნაწილში არის ბუხარი. ოთახების სრული რაოდენობაა 21, მთლიანობაში შესაძლებელია 50-მდე სტუმრის მიღება.
ყველა ნომერი უზრუნველყოფილია საკუთარი სველი წერტილით და ყოველ ნომერში არის ტელევიზორი. Suite ნომრებში არის დამატებითი საპირფარეშო.

სტანდარტული ფასები:

ზამთარი 1 ადამიანი - 55 $
გაზაფხული 1 ადამიანი 50 ლარი
ზაფხული 1 ადამიანი 60 ლარი
შემოდგომა 1 ადამიანი 45 ლარი.

ყველა ფასში შედის სამჯერადი კვება + ეგრეთწოდებული მეოთხე კვება("ლანჩი" 13:00 საათზე, ახლადგამომცხვარი ნამცხვარი და ხილი) ფასსში ასევე შედის ჩაი, ყავა და ხილი, რომელიც დევს 24 საათის მანძილზე სასადილოში.

ჯგუფების შემთხვევაში ან/და ხანგრძლივი დამსვენებლებისთვის შესაძლებელია ფასდაკლება;

სასტუმრო “აპოლონი” ასვე გთავაზობთ: ტრანსფერი და მრავალფეროვანი ტურები ბაკურიანის შემოგარენში.

ფასი: 132 USD

დაჯავშნისა და შეკითხვებისათვის გთხოვთ მოგვწეროთ და შეძლებისდაგვარდ მოკლე ვადებში გიპასუხებთ.